en
ge

მონაწილეობითი მმართველობის ხელშეწყობა

მონაწილეობითი მმართველობის ხელშეწყობა

ბათუმი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), 21-22 ივნისს, ბათუმში, „ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების“ პროექტის დაწყების და დაგეგმვის შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის სამიზნე (ბათუმი, დმანისი, მარნეული, ჩოხატაური) მუნიციპალიტეტების საკრებულოს და მერიის 20 წარმომადგენელი.

პროექტის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერება. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის თვითშეფასების ონლაინ ინსტრუმენტს (Benchmarking Methodology), რომელიც დაეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობებს თავად შეაფასონ და გააუმჯობესონ ურთიერთობები საზოგადოებასთან. 

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და მართვის პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და დაგეგმეს შემდგომი ნაბიჯები.

„ადგილობრივ თვითმმართველობებში სამოქალაქო ჩართულობის და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების“ პროექტი, USAID–ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ნაწილია, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)