თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტს.
„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს.
მშვილდაძის განცხადებით, „... მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.”“
კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი და დასაჯოს დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით.
წყარო: mediacoalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)