ქვემო ქართლი. 3 ივლისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების შეხვედრას გამართავს.
იურისტები ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივ კონსულტაციას შესთავაზებენ მათთვის პრობლემატურ სამართლებრივ საკითხებზე.
შეხვედრა ტარდება პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ დახმარებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)