თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება პრაიდ კვირეულს და პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, გაატარონ ყველა ზომა პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის და ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებების დაცვისთვის.
„აღსანიშნავია, რომ საჯარო სივრცეში ვრცელდება ძალადობისკენ მოწოდების და მუქარის შემცველი არაერთი განცხადება, რაც შსს-ს მხრიდან სათანადო და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. იმ პირობებში, როდესაც გასულ წლებში იმავე ჯგუფებისგან ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარდეს დროული და მკაცრი ღონისძიებები მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ.
GDI გმობს ხელისუფლებისა და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან წახალისებულ ჰომოფობიურ ტალღას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს კვირეულის ორგანიზატორებს, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს საკუთარი უფლებების რეალიზება და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა საქართველოში“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)