თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის სამუშაო შეხვედრა გამართა.
CSR ფორუმი, რომელიც სხვადასხვა სექტორთა წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა, CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს.
ფორუმის სამუშაო შეხვედრას 40 სხვადასხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნეს ასოციაციის, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ იმსჯელეს საქართველოში იმ შესაძლებლობებსა და ნაბიჯებზე, რაც CSR-ის განვითარებისა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისკენ უნდა გადაიდგას.
CSR ფორუმი დაარსდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)