en
ge

PHR: ბავშვზე მოძალადე ოჯახის წევრი დაკავებულია

PHR: ბავშვზე მოძალადე ოჯახის წევრი დაკავებულია

ქვემო ქართლი. 6 ივლისს, სოციალური ქსელის საშუალებით, ორგანიზაციისთვის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ცნობილი გახდა, რომ ქალაქ რუსთავში 9 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრმა (მამინაცვლის მამამ).

არასრუწლოვანი გამოკითხეს რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სადაც ბავშვმა, სავარაუდოდ, მოძალადეების შიშის გამო, ვერ შეძლო ძალადობის შესახებ საუბარი.

PHR-მა, როგორც ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ, ინფორმაციის მიღების წუთიდან წერილობით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და მოითხოვა ბავშვის უფლებების და უსაფრთოხების დაცვისთვის ყველა საჭირო ზომის დაუყოვნებლივ მიღება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო მოძალადე დაკავებულია, თუმცა ძალადობაგამოვლილი ბავშვის რეაბილიტაციისა და მისი ინტერესების დასაცავად, არაერთი ღონისძიების გატარებაა საჭირო.

PHR-ი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უზრუნველყონ საქმეზე სრულყოფილი და სწრაფი მართლმსაჯულების განხორიცელება, ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)