en
ge

კოალიცია: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარება

კოალიცია: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარება

თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა „თბილისი პრაიდის“ მიერ „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„მნიშვნელოვანია, რომ წელს 2022 წლისგან განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ.

ჰომოფობიის პოლიტიკური გამოყენება ხელისუფლების მხრიდან და დაუსჯელობის ის გარემო, რომელიც კრემლისტური, ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობის აშკარა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეწყნარებაში ჩანს, გარდა იმისა, რომ არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის ლგბტი ადამიანებისთვის და აქტივისტებისთვის, ის აზიანებს სოციალურ მშვიდობას და აღრმავებს  პოლარიზაციას. სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის საბაზისო ვალდებულებების შეუსრულებლობას ნეგატიური გავლენა ექნება ევროინტეგრაციის პროცესისთვისაც“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: equalitycoalition.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)