en
ge

შინაური ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციის დანერგვის მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა

შინაური ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციის დანერგვის მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა

სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოში „შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის მუნიციპალური პროგრამის“ დანერგვის მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა. პეტიციას ხელს აწერს 710 მოქალაქე.

„იდეა ზუგდიდელ ცხოველთა მოყვარულ სალომე ფარცვანიას ეკუთვნის, რომელსაც ჩვენი სამოქალაქო საბჭოების წევრები პეტიციის მომზადებასა და ხელმოწერების შეგროვებაში დაეხმარნენ.

პეტიციის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2024 საბიუჯეტო წლიდან შეიქმნას შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, რომლითაც მოქალაქეები პირველი ორი წელი  უფასოდ ისარგებლებენ“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონით დადგენილ ვადაში განიხილოს და მხარი დაუჭიროს წარდგენილ პეტიციას.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)