თბილისი. „მაკ ჯორჯიას“ პროექტ „მშობლის სკივრის” ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გაუძღვა ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.
სადისკუსიო თემა იყო - „სოციალურ-ემოციური განვითარება და სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდი“.
„„მშობლის სკივრი“ ყოველთვის ცდილობს მშობლებს მიაწოდოს მათთვის საჭირო და საინტერესო, ამავდროულად სანდო და გადამოწმებული ინფორმაციები და რესურსები. პირისპირ შეხვედრების ინიციატივის ფარგლებში, ვცილობთ ერთმანეთს შევახვედროთ სხვადასხვა ინტერესების და საჭიროებების მქონე მშობლები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება“, ნათქვამია მაკ ჯორჯიას გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)