რაჭა-ლეჩხუმი. „უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტმა ანა ჯელაძემ ცაგერში საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.
„მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ რეგიონში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ პრობლემებზე და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
„უფლებები საქართველოს“ იურისტმა მათ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის საქმიანობა და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ეკონომიკური გაძლიერების კუთხით თავიანთ რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე.“
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)