თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი გიზიარებთ მოზარდების ფსიქოლოგის, დოქტორი ლიზა დამურის რჩევებს, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი თინეიჯერების განვითარებას ისე, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იყოს.
„ახალი გამოცდილებებისადმი მოზარდების ინტერესი ბუნებრივია და ეს მათ ზრდას უწყობს ხელს. საზღვრების გადალახვით მოზარდები იძენენ დამოუკიდებლობას და უფრო თვითმყოფადები ხდებიან. მაგრამ ზოგჯერ თინეიჯერები ისეთ რისკებზეც მიდიან, რაც მათ ან მათ გარშემომყოფებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
მათი ასეთი ქცევა მშობლებს ძალიან გვანერვიულებს, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მოზარდების სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ მათი ჯანსაღი განვითარების ნიშანია“.
წყარო: www.unicef.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)