თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ ლელა ჯობავას ბლოგპოსტს მეგრული და სვანური ენების შესახებ.
„საქართველო, როგორც მთელი კავკასია, ენების ოდისეაა. აქაც ბევრმა სხვადასხვა კულტურამ ერთად მოიყარა თავი, საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა იმპერიისა და მმართველობის ქვეშ. ეს გამოიხატება ყველა რეგიონში და კუთხეში ლინგვისტურ, კონფესიურ და ეთნიკურ სიჭრელეში, რაც საბოლოო ჯამში ფერად სოციალურ-კულტურულ მოზაიკას ქმნის, რომლის კარგად შესწავლა და კვლევა აუცილებელია.
სადღეისოდ საქართველოს ეთნიკურ, ლინგვისტურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებაზე საუბარი და ყურადღების გამახვილება საჭიროა როგორც არასდროს. ბოლო წლებში, ქვეყანაში და სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებმა, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მომატებულმა ჰომოგენურმა ხასიათმა, ეკლესიის თავისებურმა ჩარევამ პოლიტიკაში და ბევრმა სხვა ფაქტორმა, მემარჯვენე ჯგუფების მატება და გაძლიერება განაპირობა, რამაც მათი, არადომინანტური ჯგუფების მიმართ დამოკიდებულება გაამძაფრა და მეტად სტიგმატიზირებული გახადა. ასევე სტიგმატიზირებულია ქართველური ენები - მეგრული და სვანური, რომელთა არსებობის შესახებ ყველამ იცის, თუმცა მათი შენარჩუნების მნიშვნელობაზე დისკუსიები ჯერ არ გამხდარა აქტუალური“, ნათქვამია ნაშრომში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)