en
ge

კვლევა: არასრულწლოვანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები

კვლევა: არასრულწლოვანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები

თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აქვეყნებს კვლევას: „არასრულწლოვანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები“.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტი მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა უფლებებთან დაკავშირებით, ცენტრის საქმეების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი სისტემური პრობლემების და გამოწვევების შეჯამებას, საერთაშორისო სამართლის წყაროებთან შედარებას და შესაბამისი დასკვნებისა თუ რეკომენდაციების შემუშავებას.

კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიგნების თანახმად, „ქვეყანაში ბავშვის მიმართ ძალადობას მსხვილი მასშტაბები აქვს და უმეტესად ხორციელდება ისეთ წრეებში, სადაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. ამდენად, ბავშვები ხშირად ხდებიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ოჯახში, საზოგადოებაში და სკოლაში. ამ ყოველივეს თან ერთვის ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. შედეგად, არასრულწლოვნებს უვითარდებათ პოსტ-ტრავმული სტრესი და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები, რასაც ხელისუფლება და საზოგადოება მოუმზადებელი ხვდება“.

სრულად...

წყარო: hrc.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)