en
ge

ტრენინგების ციკლი – მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება მუნიციპალიტეტის საქმიანობაში

ტრენინგების ციკლი – მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება მუნიციპალიტეტის საქმიანობაში

ჩოხატაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის 1 და 2 აგვისტოს გაიმართა ტრენინგები.

ტრენინგ–მოდული შეიქმნა მოქალაქეთა მონაწილეობის საჭიროებების შეფასების საფუძველზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შექმნა.

„მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“ – ასე ჰქვია ტრენინგ–პროგრამას, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების საკრებულოების შესაძლებლობების გაძლიერება, ანგარიშვალდებულების გაზრდა და მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. იგი მოიცავს ორ მოდულს: 

  • მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას – ძირითადი სტანდარტები და გარანტიები; 
  • საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულებას.

ტრენინგების პირველი ციკლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩატარდა ჩოხატაურსა და ბათუმში, ხოლო 4–7 აგვისტოს გაიმართება მარნეულის, დმანისის მუნიციპალიტეტებში.ტრენინგებს უძღვებიან ლევან ფანიაშვილი, ნათია აფხაზავა.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას უწევს, ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. 

პროგრამის გვერდი სოციალურ მედიაში: ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023