თბილისი. მედიაწიგნიერების სკოლაში აქტიური შაბათები კვლავ იწყება. მითლაბის მე–13 ნაკადს წინ ტრენინგები და ფაქტების გადამოწმების პრაქტიკული გამოცდილება ელის.
მედიის განვითარების ფონდის (MDF) და დოიჩე ველე აკადემიის მედიაწიგნიერების პროგრამა - ”მითების დეტექტორის ლაბორატორია” - 2017 წელს დაარსდა და უკვე 251 კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირების ფარგლებში კურსის მონაწილეებმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა მითების დეტექტორი-ზე ჯამში 500-ზე მეტი სტატია გამოაქვეყნეს.
წყარო: მედიის განვითარების ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)