იმერეთი.იმერეთის რეგიონში სოციალური მეწარმეობის პროგრამა იწყება. პროექტი ითვალისწინებს ხანგრძლივი აქტივობებს, რომლებიც დაეფუძნება არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპებსა და მიდგომებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობის გააზრების პროცესს და მოახდინოს სოციალური მეწარმეობის პოპულარიზება.
„იმერეთის რეგიონში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზების პროგრამა" მიმდინარეობს სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროექტის მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის დაფინანსებით ახორციელებს.
პროგრამის პარტნიორია სამეცნიერო- ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი".
წყარო: თაობათა დიალოგი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)