en
ge

მუნიციპალიტეტის საქმიანობის თვითშეფასების მნიშვნელობა

მუნიციპალიტეტის საქმიანობის თვითშეფასების მნიშვნელობა

გურია. მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი პროცესების თვითშეფასების ფოკუს–ჯგუფის მონაწილე, ჩოხატაურში საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ღია სივრცის“ აღმასრულებელი დირექტორი, კახა ლომაძე გვიზიარებს თავის შეხედულებას მონაწილეობითი პროცესის სიკეთესა და მუნიციპალიტეტის საქმიანობის თვითშეფასების პროცესებზე.

 „მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი მექანიზმების გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი მხოლოდ არჩევნების დროს კი არ ახსოვთ, არამედ მათი აზრით ყოველთვის ინტერესდებიან. ეს კი სარგებელს მოიტანს – ხალხი დაინახავს, რომ მუნიციპალიტეტის საქმეები მათი საქმეცაა და უფლება აქვთ იყვნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პროცესის თანამონაწილეები. 

მუნიციპალიტეტი პერიოდულად უნდა აფასებდეს მონაწილეობით მიდგომებს და პროცესებს – თუ არ შეაფასა ვერ მიხვდება როგორ მიდის საქმე. ნებისმიერ მუშაობას სჭირდება შუალედური შეფასება, რათა დასრულების შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ცუდად არის გაკეთებული და მისი ხელმეორედ გაკეთების საჭიროება დგას“. 

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ოთხ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, დმანისში, ბათუმსა და ჩოხატაურში ახორციელებს მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვას. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა აღნიშნული ფოკუს ჯგუფები, რომელშიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აქტივისტები, მოქალაქეები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023