კახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტში მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების - უდიების და ავარების საჭიროებების შესახებ კვლევას აქვეყნებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადგილზე ხანგრძლივი საველე სამუშაოები ჩაატარა, რომელმაც ნათელი გახადა სოფლის მაცხოვრებლების საჭიროებები.
„კვლევა აჩვენებს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები კარგად არ იცნობენ მცირე ეთნიკური ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს, ასევე, არასაკმარისად არის გააზრებული და მხარდაჭერილი ამ მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური მრავალფეროვნება“, ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კვლევა მოამზადა USAID პროგრამის – „ერთიანობა მრავალფეროვნების” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)