en
ge

ტრენინგი დოკუმენტური ფილმების თემაზე

სამცხე–ჯავახეთი.მედია-ორგანიზაცია ,,გოუჯგუფი" ორდღიანი ვიზიტით ახალციხეს სტუმრობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 12 ივლისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დოკუმენტური ფილმი ,,გოგონას აქვს სათქმელი" აჩვენეს. ფილმის პერსონაჟები საქართველოს ოთხ რეგიონში - შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში მცხოვრები თინეიჯერი გოგონები არიან, რომელთა მაგალითზეც გამოიკვეთა მშობლებისა და მოზარდების დამოკიდებულებაში არსებული მტკივნეული პრობლემები: შეზღუდული არჩევანი და თავისუფლება.
ფილმის მაყურებლები საჯარო სკოლების უფროსკლასელები, სტუდენტები და ჟურნალისტები იყვნენ, რომლებმაც ფილმის დასასრულს დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
14 ივლისს კი „გოუჯგუფის" წევრებმა ახალგაზრდებს დოკუმენტური ფილმის გადაღების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმავითარებელი მასტერკლასი ჩაუტარეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)