თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს სიღარიბის დაძლევის იმგვარი ერთიანი და მდგრადი პოლიტიკა, რომელიც იქნება მაქსიმალურად ინკლუზიური, მოიცავს ქვეყანაში არსებული ყველა მოწყვლად ჯგუფს და მიმართული იქნება არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისაკენ. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის პროგრამები საჭიროებს გადახედვას და არსებულ სოციალურ რისკებზე ადაპტირებას, რათა არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლების მხრიდან ერთჯერად ინიციატივებზე და ერთიანი ეროვნული სტანდარტი იყოს ჩამოყალიბებული.„ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)