თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას ანიჭებს.
საიას მიაჩნია, რომ „საქართველოს კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს „სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებებს“.
სარჩელი მომზადებულია საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (IPHR) -ის ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის „პროტესტის უფლების ხელშეწყობა ევრაზიის რეგიონში" ფარგლებში.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)