აჭარა.პროექტი „ახალგაზრდები დღეს“ დაიწყო. აქტივობა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შრომითი გარემოს და შრომის უნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა "პროფესიული თვითგამორკვევის" ტრენინგი გაიარეს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: ახალგაზრდები საზოგადოებრივი ინტერესებისთვის
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)