en
ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

შიდა ქართლი.სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას ავრცელებს თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე. 

„თამაზ გინტურის მკვლელობის საქმისა და საოკუპაციო ხაზთან არსებული უმძიმესი უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ არსებითია საქართველოს ხელისუფლებამ: 

დაიწყოს გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე და უზრუნველყოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა; 

გააძლიეროს ძალისხმევა დაკავებული ლევან დოთიაშვილის დროული გათავისუფლების მიზნით; 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დაუყოვნებლივ დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემა და არსებითად გააძლიეროს ამ სოფლებში საპოლიციო მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის მიზნით. გააძლიეროს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობა საქართველოში რუსეთის ოკუპაციისა და მისგან მომდინარე მასობრივი უფლების დარღვევის ფაქტების აღიარებისა და რუსეთზე საგარეო პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით. 

სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალისხმევა შემცირებული და დასუსტებული ჩანს; გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები აგვისტოს ომის შემდეგ უფლების დარღვევის უმძიმესი ფაქტებზე დავისთვის და მსხვერპლების ინტერესების დაცვისთვის.“ - ნათქვამია განცხადებაში 

სრულად...

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)