ქვემო ქართლი.საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ მარნეულში მცხოვრები აქტიური მოქალაქეებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე „როგორ ვიპოვოთ ინფორმაციის დიდ ზღვაში კორუფციის კენჭები?“
ტრენინგს ესწრებოდნენ “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC)” ბაზაზე USAID პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშიას” ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული ცენტრის წევრები. ღია მონაცემებთან მუშაობის ტრენინგს უძღვებოდა “აი, ფაქტის” გამომძიებელი ჟურნალისტი, აიდან იუსუბოვა.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)