ქვემო ქართლი. მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა სემინარი თემაზე: „ევროკავშირი საქართველოსთვის“. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თუ რატომ უნდა ისწრაფვოდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში შესასვლელად და რას ნიშნავს იყო ევროპის მოქალაქე. სემინარს უძღვებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილი.
შეხვედრის, რომლის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით.
წყარო: სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)