en
ge

გამოცდილების გაზიარება

გამოცდილების გაზიარება

თბილისი. 29 ნოემბერს, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს, უზბეკეთის დელეგაცია ეწვია, რომელიც შედგებოდა USAID-ის სამართლებრივი რეფორმის პროგრამის (LRP), სახელმწიფო, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. 

შეხვედრა ჩატარდა უზბეკეთის USAID-ის სამართლებრივი რეფორმის პროგრამის (LRP) ფარგლებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის საუკეთესო პრაქტიკების გაცნობის მიზნით. 

სტუმრები გაეცნენ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს და იმ სერვისებს, რომელსაც ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს აწვდის. ასევე იმ საქმოანობას, რასაც ორგანიზაცვია წლების განმავლობაში გენდერული ძალადობის დაძლევის მიმართულებით ახორციელებს. სტუმრებმა, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შექმნილ სოციალურ საწარმოს „გემომეტრიას“ გაეცნენ და იქ დამზადებული ნაწარმი დააგემოვნეს. 

წყარო: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023