en
ge

კონსულტაცია მოსახლეობისთვის

კონსულტაცია მოსახლეობისთვის

აჭარა.აჭარის ჰაბის ორგანიზებით, სოფელ აგარაში, საიას აჭარის ფილიალის წარმომადგენლებსა და სოფლის მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.

მის ძირითად თემას მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. გარდა ამის, მოსახლეობის ინტერესის შესაბამისად, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამკვიდრო ქონების მიღება, სანოტარო მოქმედებები და ასე შემდეგ. 

აჭარის რეგიონული ჰაბი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). 

სრულად... 

წყარო: პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023