სამეგრელო. ორგანიზაცია „ათინათის“ პროექტის – „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების" ფარგლებში გაიმართა გაცვლითი ვიზიტი კახათის და დარჩელის საჯარო სკოლებს შორის. გაცვლითი ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა დებატები გენდერის თემაზე.
დებატების მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბება. დებატების დროს გამოვლინდა სამი საუკეთესო სპიკერი, რომელიც დასაჩუქრდა სიმბოლური პრიზებით.
პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” – ხორციელდება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაცია „ათინათი“
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)