იმერეთი. 12 დეკემბერს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელმშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის სახელმწიფოს 2023-2026 წწ. ახალგაზრდული სტრატეგიის წარდგენა და მის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)