თბილისი. 22 დეკემბერს, B2B ღონისძიება საქართველოში ცირკულარული გადაწყვეტების გაძლიერების მიზნით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი ინტერაქციული სესიების დახმარებით ცირკულარული ეკონომიკის სექტორში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიება გაიმართა პროექტის “საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
ღონისძიებას მხარს უჭერდა ევროკავშირი.
წყარო: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)