en
ge

სსო–ების განცხადება

სსო–ების განცხადება

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს,

 „გამოსახლების აქციაზე დაკავებული მოქალაქეების დაჯარიმება კრიტიკული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს მოქალაქეების მასობრივი დაკავების პრაქტიკა. ამავდროულად, სავალდებულო გახდეს სამართალდამცავებისთვის მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეო-კამერების ჩართვა;

საერთო სასამართლოებს - აქტივისტების საქმეები განიხილოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არ დაემყარება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის სავარაუდო გამოყენებისა და ღირსების შელახვის ფაქტები;

საქართველოს პარლამენტს - დროულად უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობის სისტემური რეფორმა;“ - ნათქვამია განცხადებაში

სრულად...

წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)