თბილისი. მე-100 საჯარო სკოლის მოხალისეები პროექტის “მოხალისეები მოხალისეებისათვის” ფარგლებში საინგილოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ქართული წიგნების შეგროვებას იწყებენ.
წიგნები ნამიქ ალაჰვერდიევის სახელობის N2 სკოლა-ლიცეუმსა და საინგილოში მცხოვრებ ახალგაზრდებს გადაეცემა. პროექტი “მოხალისეები მოხალისეებისათვის” იმართება “ჰელფინგ ჰენდის” მიერ, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტით.
პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
წყარო: ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)