თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის ფაქტს.
„ამ კანონპროექტის მიღება არსებითად დააზიანებს და დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას აფხაზეთში, რაც ერთი მხრივ, გააძლიერებს რუსეთის კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებადი დე ფაქტო რეჟიმის არადემოკრატიულ ბუნებას, მეორე მხრივ კი, გაზრდის რეგიონის იზოლაციას და გააუარესებს აფხაზეთის მაცხოვრებლების პოლიტიკურ უფლებებსა და სოციალურ ყოფას...“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)