en
ge

დასრულდა სტრატეგიული დაგეგმარების ტრენინგები მუნიციპალიტეტებისთვის

დასრულდა სტრატეგიული დაგეგმარების ტრენინგები მუნიციპალიტეტებისთვის

ქვემო ქართლი.14 თებერვალს მარნეულში გაიმართა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ტრენინგი სისტემური ხედვისა და სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ, რომელსაც ექსპერტი ლიზი სოფრომაძე უძღვებოდა. 

მანამდე ტრენინგების კურსი გაიმართა დმანისში, ჩოხატაურსა და ბათუმში, რომელშიც საკრებულოს და მერიის 100–ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

აღნიშნული ტრენინგი, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის თვითშეფასებას (www.ppmeter.ge) ეყრდნობა. დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ინფორმაცია და ცოდნა იმ სტანდარტების შესახებ, რომელიც სამთავრობო დადგენილებების, სამოქმედო გეგმების, ასევე სტრატეგიული დოკუმენტების შექმნისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. 

მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის განვითარების პროგრამა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გამართა.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)