სამეგრელო. მწვანე ალტერნატივამ „ახალგაზრდული ფორუმის“ წევრებისთვის ბალდის კანიონზე საველე გასვლა მოაწყო.
„ახალგაზრდული ფორუმი“ მწვანე ალტერნატივას პროექტია, რომელიც მოიცავს ახალგაზრდებთან 5-თვიან თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებას კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვით და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე.
საველე გასვლა პროექტის „სამოქალაქო სექტორის გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში დაიგეგმა.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერალური მთავრობის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: მწვანე ალტერნატივა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)