თბილისი. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას.
9 ნაბიჯის ეფექტურად შესრულების ხედვის შემუშავებაზე მუშაობენ ის ორგანიზაციები (CSF, GDI, DRI, Sapari, Court Watch, GMC, GRASS, GFSIS), რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას აკვირდებოდნენ - მათი ჩართულობით, გასული წლის მანძილზე გამოიცა მონიტორინგის ექვსი ანგარიში - სტატუსმეტრი, რომელიც დიდწილად თანხვედრაში იყო ევროკომისიის შეფასებებთან. ამჟამად კოალიციას შემოუერთდა კიდევ ოთხი ორგანიზაცია (GYLA, ISFED, SJC, IDFI).
„ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, არაფორმალური კოალიცია ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს“.
წყარო: csf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)