თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციას აქვეყნებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო.
კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საქმე ევროპულ სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
„საჩივარი, რომელიც 2023 წლის 14 სექტემბერს გაიგზავნა, ეხება პოლიციელთა მხრიდან სამოქალაქო აქტივისტ, ზურაბ ქარჩავას უკანონოდ დაკავებასა და კარვის მეშვეობით მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვას.“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებ გვერდზე
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)