en
ge

ვის ეხება ,,რუსული კანონი“?

ვის ეხება ,,რუსული კანონი“?

გაეცანით საიას თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განმარტებებს.

ვის ეხება „რუსული კანონი“?

გთავაზობთ უცვლელად.

„პასუხი ერთია, ეს კანონი ეხება ყველას - პენსიონერებს, ქალებს, შშმ პირებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ბავშვებს, მშრომელებს, სოფლებში და ქალაქებში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს.

ქართული ოცნება“ გვატყუებს, როდესაც ამბობს, რომ ეს კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმებს. მათ კარგად იციან, რომ ნებისმიერი კანონის მიღებისას მისი გავრცელების ფარგლები იზომება არამხოლოდ იმ სუბიექტებზე გავლენით, ვინც კანონშია ნახსენები, არამედ იმ შედეგებით, რომელიც კანონის ამოქმედების შედეგად დადგება.

,,რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში დადგება ეს შედეგები:

საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს შედეგი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და არის რუსეთის ინტერესებში.

ის ორგანიზაცია, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდება, შეწყვეტს საქმიანობას. შედეგად, დაიხურება ყველა რეპუტაციული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია ორგანიზაცია.

დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვით გაქრება ის სარგებელი, რაც ამ ორგანიზაციებს მოაქვთ საზოგადოებისათვის, მათ შორის, აღარ იარსებებს:

ა. ის უფასო სერვისები, რასაც დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აწვდიან პენსიონერებს, ქალებს, შშმ პირებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ბავშვებს, მშრომელებს, სოფლებში და ქალაქებში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს;

ბ. აღარ იქნება საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ;

გ. აღარ იქნება სოფლის მეურნეობის და მცირე მეწარმეობის განვითარების ის პროგრამები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით მიმდინარეობს;

დ. აღარ იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამები, რომლებსაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით მიმდინარეობს;

ე. აღარ იქნება ის პროგრამები, რომლებიც სოფლად მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ა.შ.

კანონის რეგულაციის ქვეშ მოქცეული მედიების გაქრობით, ვეღარ გაშუქდება ის მწვავე სოციალური თუ პოლიტიკური საკითხები, რომლებსაც დღეს აშუქებენ.

ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის მდგომარეობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების ხარისხი.

თუ ფიზიკური პირები დაიწყებენ საზოგადოებისათვის სასიკეთო იმ საქმეების კეთებას, რასაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები აკეთებენ, კანონში შევა ცვლილებები და ახალი რეგულაციებით საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს გამოაცხადებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ პირებად, როგორც მოხდა რუსეთში.

ეს არ არის ვარაუდები, ეს არის ის შედეგები, რომელიც ,,რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში აუცილებლად დადგება. ,,ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ეს კანონი ამ შედეგებს მოიტანს. იტყუება, როდესაც ამბობს, რომ კანონი არის გამჭვირვალობაზე, ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმებს“.

წყარო: საია




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023