შიდა ქართლი. 4 აპრილს, „საზოგადოება ბილიკისა“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ორგანიზებით შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა „საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა.
მონაწილეებს მიესალმა მარსელა ჰაჯთმანკოვა სლოვაკეთიდან, მან პროექტის წარმატებულ განხორციელებას და შშმ პირთა საკითხებზე გამართულ დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კონფერენცია გაიმართა პროექტის „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2“, რომელსაც ახორციელებენ „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სრულად...
წყარო: საზოგადოება ბილიკი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)