en
ge

არასამთავრობოები პარლამენტს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირებისკენ მოუწოდებენ

თბილისი. დღეს, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების (UN CRPD) კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმის რატიფიცირების საკითხს განიხილავს. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი და ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის მიესალმებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ქმედებებს და ამავე დროს მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განიხილოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია და მხარი დაუჭირონ მის რატიფიცირებას. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია 2008 წლის 3 მაისს შევიდა ძალაში. აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დისკრიმინაციის, გარიყვისა და მათ მიმართ არაჰუმანური მოპყრობის ხანგრძლივ ისტორიაზე.კონვენცია ასახავს ადამიანის უფლებების თანამედროვე და ყველაზე პროგრესულ ტენდენციებს.
სრულად
წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)