აჭარა. აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირების მიმართ განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე. „ზარის განმახორციელებლები იყენებენ სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას, ადრესატებს ემუქრებიან ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობით, მიმართავენ შემდეგი სიტყვებით: „აგაორთქლებთ“, „გაგაქრობთ“...“
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სატელეფონო ზარები და საცხოვრებელ სახლებთან გაკეთებული ვანდალიზმისა და მუქარის შინაარსის მქონე წარწერები ქმნის „სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის კვალიფიკაციის საფუძველს“.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს\აჭარის პროკურატურას: „სათანადო კვალიფიკაციით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც შესაძლებელია არაერთი მტკიცებულებით დადასტურდეს".
წყარო: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)