en
ge

შეხვედრა შინდისში

შეხვედრა შინდისში

შიდა ქართლი. სოფელ შინდისში, სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, 19 ივლისს, გაიმართა შეხვედრა შინდისელ ახალგაზრდებთან.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ ორგანიზებული შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობაში სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის და ფუნქციის, მათი საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია. 

შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები, მწერალი და ტელეწამყვანი დათო ტურაშვილი, ასევე მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი და ფილოლოგი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი, ახალგაზრდებს ესაუბრნენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს ევროპულ იდენტობაზე, ჩვენი ღირებულებების სიახლოვეზე და იმაზე რომ „საქართველო ევროპაა“. 

შეხვედრაზე ასევე გამოცხადდა უკვე ტრადიციული კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“, რომელიც გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები გამოვლინდება რეგიონების მიხედვით. 

კამპანიას „ეს ქვეყანა შენიას“ უძღვება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023