თბილისი. 30 ივლისს ინგორიყვას 22-ში, ეგრეთ წოდებულ ჩეკას სახლთან, სადაც 1921-1934 წლებში საბჭოთა ტერორის მთავარი ცენტრი, ჩეკას შტაბ-ბინა მდებარეობდა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნა. წლევანდელი ღონისძიება მთლიანად მიეძღვნა 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებას, რომლის 100 წლისთავიც წელს აღინიშნება.
ღონისძიებაზე სოვლაბის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აჯანყების ჩახშობის შემდეგ საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დახვრეტილთა გვარებს წაიკითხეს. ღონისძიებაზე ასევე გამოფენილი იყო 1924 წლის დახვრეტებისა და რეპრესიების ტალღის მსხვერპლთა, მათ შორის დამფუძნებელი კრების 11 დახვრეტილი წევრის ფოტოები.
სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება 30 ივლისს რადგან 1937 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) გამოსცა ბრძანება ნომრით 004447, რომელმაც სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღას დაუდო სათავე.
წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)