en
ge

ცვლილება საგადასახადო კოდექსში

თბილისი.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ლობირებით  საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა. არასამეწარმეო ორგანიზაციების დაბეგვრის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, ინსტიტუტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაწოდა რამდენიმე კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. მათ შორის ერთ–ერთი საკითხი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გამართული ღონისძიებებისას (კონფერენციები, სემინარები და ა.შ.) ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული მცირე ღირებულების ქონების (წიგნები, სასემინარო მასალები და ა.შ.) დაბეგვრისა და მათი ღირებულების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან დაკავშირებული პრობლემა.
ამ  საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შემოგვთავაზა პრობლემის მოგვარების კომპრომისული ვარიანტი. ეს შემოთავაზება ჩამოყალიბდა კანონპროექტის სახით და 2012 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა განიხილა იგი და ცვლილება შეიტანა საგადასახადო კოდექსის 154–ე მუხლის 1–ლი ნაწილი ,,მ’’ ქვეპუნქტში. ცვლილების თანახმად, საგადასახადო აგენტი (მათ შორის არასამეწარმეო იურიდიული პირი) ვალდებულია, დააკავოს საშემოსავლო გადასახადი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, თუ ქონების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს აღემატება;

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)