გაეცანით რონდელის ფონდის მკვლევარის მამუკა კომახიას ახალ პუბლიკაციას – რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები: 2024 წლის მთავარი მოვლენები და ტენდენციები.
რონდელის ფონდის მკვლევრები 2024 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და ამ საკითხზე არაერთი სტატია და კვლევა გამოაქვეყნეს. წინამდებარე გამოცემისთვის შეირჩა 2024 წელს ოკუპი- რებულ რეგიონებში მომხდარი ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებიც მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების უკეთ გაგებაში დაეხ- მარება. გამოცემა, ძირითადად, რონდელის ფონდის მკვლევრების სტატიებსა და კვლევებს ეყრდნობა და 2024 წლის მთავარი მოვლენების ერთგვარი შეჯამების მცდელობაა. გამოცემა- ში არ შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორებიცაა „ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები. ეს თემები რონდელის ფონდის სხვა გამოცემებშია განხილული.
წყარო: რონდელის ფონდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)