საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია 2010 წლიდან იკვლევს საქართველოს უახლეს ისტორიას, ებრძვის ამ ისტორიის ინსტრუმენტალიზაციას რუსული დეზინფორმაციული მანქანისა და მისი მოკავშირეების მიერ და ცდილობს აღადგინოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის მიერ დანაწევრებულ კოლექტიურ მეხსიერება, რაც პროპაგანდის პირისპირ ჩვენი საზოგადოების მედეგობის ზრდას უწყობს ხელს.
სოვლაბმა საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით შეიმუშავა რამდენიმე საფეხმავლო ტური თბილისის ცენტრში. ეს ტურები საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის საკვანძო მოვლენების კვალდაკვალ ამ მეხსიერების რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად.
საზოგადოებას სთავაზობს, დაჯავშნონ თქვენი კომპანიისთვის მისაღებ დროს სოვლაბის რომელიმე საფეხმავლო ტური, რომელსაც გაუძღვებიან სოვლაბის გამოცდილი მკვლევრები. ტურები გრძელდება საშუალოდ 2 საათი და გამდიდრებულია სხვადასხვა მოვლენის ამსახველი უნიკალური ფოტომასალით. ტურში მონაწილეობა შეუძლია 20-მდე ადამიანს.
ტურები საშუალებას მოგვცემს მიმდინარე რთული პერიოდის განმავლობაში თავი გავართვათ არსებულ გამოწვევებს და მოვიზიდოთ კვლევისა და ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური რესურსები.
წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)