en
ge

არასამთავრობოები სამთაწყაროში აქციას გამართავენ

თბილისი. 14 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისთვის უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე ღვთისმსახურების ხელშეშლის ფაქტს გააპროტესტებენ და რელიგიური უმცირესობის უფლებებისა და ტოლერანტობის დაცვის მნიშვნელობას ადგილზე გამართული სოლიდარობის აქციით გამოხატავენ. „მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ეფექტური ქმედებებით ნათლად უნდა დააფიქსიროს მისი პატივისცემა რელიგიური უმცირესობების უფლებების მიმართ და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სოფელ სამთაწყაროში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების სათანადოდ დაცვის მიზნით. ამ საკითხებზე პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორების ძალისხმევა არსებითია თავისუფლებაზე, თანასწორობასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობისთვის.", ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
სრულად
წყარო:კონსტიტუციის 42–ე მუხლის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)