თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჯარო სამსახურში პრემიის გაცემის წესის შესახებ კვლევა წარმოადგინა. კვლევაზე მუშაობის პროცესში საიამ მიმართა საქართველოს სამინისტროებს, საქართველოს მთავრობის კანცელარიას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტს და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, აღნიშნულ სტრუქტურებში არსებული სამართლებრივი აქტის თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს პრემირების წესს. ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგად, საიამ რეკომენდაციები შეიმუშავა.
წყარო: gyla.ge