en
ge

„წამების მსხვერპლ მსჯავრდებულს ვადაზე ადრე განთავისუფლება ეკუთვნის“

თბილისი. 25 ივნისს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა პრესკონფერენცია ერთ–ერთი მსჯავრდებულის შესახებ, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე  იცავს. დაცვა ხორციელდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის  („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს") ფარგლებში. „ნესტან ლონდარიძე პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული  დახმარების საკითხთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას. ზაზა აზარიაშვილს, რომელიც სამი ტომარა ცემენტის ყაჩაღური გზით მოპოვებისთვის არის გასამართლებული, აღენიშნება მძიმე დაავადებები, რის გამოც, საპატიმროში დარჩენის შემთხვევაში, მის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება. ამასთანავე, მსჯავრდებული წამების მსხვერპლია", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად 
წყარო:humanrightshousetbilisi.wordpress.com


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)