en
ge

მარათონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

თბილისი. 29 ივნისს, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისა" და „ჰელფინდ ჰენდის" ორგანიზებით ვაკის პარკიდან კუს ტბის მიმართულებით გაიმართება 5კმ-იანი გარბენი „თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ - ნუ გაჩუმდები!". 
ღონისძიება ხორციელდება პროექტის „გენდერ.ჯი"-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და თანასწორობის შესახებ. პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით. ღონისძიებას დაესწრებიან და გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მორბენალები, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი".
დღის განრიგი:
10:00 სთ – მონაწილეთა რეგისტრაცია
11:00 სთ – 5 კმ – იანი გარბენი
11:00 სთ - გოგონათა ამხანაგური მატჩი ძალადობის წინააღმდეგ
12:00 სთ – მონაწილეთა დაჯილდოვება



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)